logo
ENG



"არ ვარ ჩართული ამ კონსულტაციებში" - სარჯველაძე ჯანდაცვის ახალი მინისტრის დანიშვნაზე

04 მარ 202412:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/04/li8gss6xt3foj6o.jpg

ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ დაინიშნება ჯანდაცვის ახალ მინისტრად.

ამასთან, სარჯველაძე ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე კონსულტაციებში ჩართული არ არის.

"არ მაქვს ინფორმაცია, გულწრფელად რომ გითხრათ. მე არ ვარ ჩართული ამ კონსულტაციებში. პრემიერი როდესაც იცვლება, ამას შეიძლება რა თქმა უნდა, რომ ახლდეს გარკვეული ცვლილებები, რაც გამოწვეულია მუშაობის სტილით, ხედვებით ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით.

გაჩნდა გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა ცალკეულ საკითხებზე და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კონკრეტულ მინისტრთან დაკავშირებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ლანძღვა მივაყოლო იმ მინისტრს", - თქვა სარჯველაძემ.

29 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. 

მოგვიანებით, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რევაზ ჯაველიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შესაბამის ბრძანებას პრემიერმინისტრმა ხელი ამავე დღეს მოაწერა. ფორმულას მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტს რევაზ ჯაველიძის მოადგილე, ილია შამუგია დაიკავებს.


close დახურვა